პარლამენტთან პლატფორმა “ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის” აქცია-პერფორმანსს მართავს. აქციის სლოგანია - “როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია”.
პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ სათამაშოები დააწყეს და უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სათამაშოებს შეაგროვებენ და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნიან.