„რაშა თუდეის“ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა

18 მარტი 2022, 17:19 714 ნახვა

ბრიტანეთის მედიამარეგულირებელმა ორგანომ (ofcom) რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებას „რაშა თუდეის“ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა განმარტა, რომ „რაშა თუდეი“ დაფინანსებას რუსეთის სახელმწიფოსგან იღებს, იმ მთავრობისგან რომელიც უკრაინაში შეიჭრა.

„ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ რუსეთში ამოქმედებულ ახალ კანონს, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზებას ახდენს. ამის გათვალისწინებით, „რაშა თუდეისთვის“ შეუძლებელი იყო ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კოდექსის მიუკერძოებლობის წესების დაცვა“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი