ევროპის მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე გუშინ ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი 11 საათამდე გაგრძელდა. ქორეოგრაფიული ანსამბლი ხარება, ნუკა მარგველაშვილი, ლაშა ღლონტი, ბენდები: „ასეა სულ“ და „სტრობერი ფილდს“ წინასაახალწლო, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს უმღეროდნენ. ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტები და გასართობი პროგრამები 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.