ქობულეთში  "ალტ ინფოს" ოფისს სამოქალაქო აქტივისტებმა საღებავები შეასხეს

18 მარტი 2022, 14:39 1023 ნახვა

ქობულეთში, "ალტ ინფოს", "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კედლებს გვიან ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა საღებავები შეასხეს.

"ალტ ინფოს" ქობულეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ილია ბენიძე ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება პროვოკაციის მცდელობა.

მიმართავენ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს ჯერ-ჯერობით არ იციან.

მომხდარ ფაქტს, ვანდალიზმს უწოდებენ, სატელევიზიო კომენტარზე ამ ეტაპზე უარს აცხადებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში