მოსახლეობის გაუპატიურებისა და ძარცვის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება - ალექსეი არესტოვიჩი

18 მარტი 2022, 14:29 964 ნახვა

მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ცეცხლის გახსნის შემთხვევების გარდა, დაფიქსირდა გაუპატიურებისა და ძარცვის უამრავი ფაქტი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ბრიფინგზე განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს. 

"ორი დღის დღის წინ რამდენიმე ოჯახი ბალაქლია-იზიუმის მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ ისინი ოკუპანტებმა შეაჩერეს, მანქანა დაათვალიერეს და ნახეს, რომ ბავშვები იყვნენ, მათ შორის სკოლამდელი აღსაზრდელები. ბედნიერი მგზავრობა უსურვეს და დახვრიტეს, ერთ-ერთი მანქანა გადარჩა, მეორეს ბედი უცნობია, მესამე ბავშვებთან ერთად დახვრიტეს. ძალადობამ სისტემატური სახე მიიღო,"- აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ჩერნიგოვში მომხდარი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც ადამაინები პურის რიგში დაცხრილეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში