ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი, როგორც ომის ავტორი - პოდოლიაკი

18 მარტი 2022, 13:27 667 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ეხმაურება გერმანიის კანცლერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე ომზე. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოდოლიაკი წერს, რუსების 71% ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს.

„კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი, როგორც ომის ავტორი. ევროპაში ეს შეიძლება, გახდეს ცრუ ტენდენცია, ვინაიდან რუსების 71% კატეგორიულად ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

მანამდე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გერმანიის კანცლერმა დაწერა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ პირებს შეურაცხყოფენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, რადგან ეს არის პუტინის ომი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი