უკრაინელმა სამხედროებმა 24 საათის განმავლოაბაში ოკუპანტების 14 საჰაერო სამიზნე გაა

18 მარტი 2022, 10:14 829 ნახვა

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების 14 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გენშტაბის მონაცემებით, დილის მდგომარეობით, უკრაინელი სამხედროები გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეს, რომელიც დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს.

გენშტაბის ცნობით, ღამით უკრაინულმა ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსულ სამხედრო კოლონას დარტყმები მიაყენეს.

განადგურებულია შვიდი თვითმფრინავი, 1 შვეულმფრენი, სამი უპილოტო და სამი ფრთოსანი რაკეტა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში