რუსმა ოკუპანტებმა კიეში საწყობი დაბომბეს დაღუპულია მინიმუმ ორი ადამიანი

17 მარტი 2022, 21:33 1267 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა კიევში სვეტოშინკის რაიონი დაბომბეს. ჭურვი ერთ-ერთ საწყობს მოხვდა, რამაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შემთხვევის ადგილას ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია, თუმცა იმის გამო, რომ არსებობს აფეთქების საფრთხე, მეხანძრეებს უსაფრთხო მანძილიდან უწევთ მუშაობა.

საალტილერიო ჭურვი მოხვდა მიმდებარედ, იქვე მდებარე ავტომობილებსაც, რამაც მათი აფეთქება გამოიწვია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით,  გარდაცვლილია სულ მცირე ორი ადამიანი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში