ჩერნიგოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად საერთო საცხოვრებელი დაინგრა. უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი მცირეწლოვანია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ერთი აშშ-ს მოქალაქეა.
ქალაქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქზე ავიაიერიშებს აგრძელებს, განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.