ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით - უკრაინაში ჩინეთის ელჩი 

17 მარტი 2022, 11:12 1077 ნახვა

ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფანს სიანჟუნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის ერთიანობა, უკრაინის სიძლიერეა.

„ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, პასუხისმგებლობით მოვიქცევით. ვნახეთ, რამდენად დიდია თქვენი ერის ერთიანობა, რაც თქვენი სიძლიერეა“, – განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი