ჰააგის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება - ვოლოდიმირ ზელენსკი

16 მარტი 2022, 17:35 1040 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება -, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმათვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ის კარიმ ხანს უკვე ესაუბრა.

"ველაპარაკე დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე კარიმ ხანს. ის უკვე უკრაინაშია და შეუდგა მუშაობას. ამიტომ ყველა ოკუპანტი პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ ყველა სამხედრო დანაშაულზე“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი