უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები გაიტაცეს. სამხედროებმა საკრებულოს შენობაც დაარბიეს.
რამდენიმე წუთის წინ ბუჩას საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუჩაში მძევლად აყვანილი საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები ოკუპანტებმა გაათავისუფლეს და ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.
რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი ევგენი მატვეევი და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს.