ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაიკავეს, სადაც 500 ადამიანი მძევლად აიყვანეს

16 მარტი 2022, 14:34 525 ნახვა

ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაიკავეს, სადაც 500 ადამიანი მძევლად აიყვანეს. რუსული ძალები ახლა მარიუპოლის საავადმყოფოდან ისვრიან, რაც საფრთხეს უქმნის ჰუმანიტარულ დერეფანს.  მარიუპოლში ჩარჩენილი მცხოვრებლები ამ დრომდე გათბობის, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე არიან დარჩენილები. 

2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დღეს ხარკოვში, რუსეთის საარტილერიო თავდასხმას, რომლის შედეგადაც განადგურდა 2 საცხოვრებელი კორპუსი, მაშველებმა 4 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს კიევშიც, დაშავდა 2 ადამიანი. კორპუსებიდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ოკუპანტები ცდილობენ კიევში შესვლას. სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა კიევთან ახლოს მდებარე რეგიონებში, ხარკოვში, ასევე ოდესასთან ახლოს დასახლებულ პუნქტებში.

რუსული ხომალდიდან დაიბომბა ისევ მარიუპოლი, სადაც რუსმა აგრესორებმა საოლქო საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს. დედაქალაქი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. ოკუპანტები კიევს უახლოვდებიან, სადაც დილის 7 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში სახლებში უნდა დარჩნენ და განგაშის შემთხვევაში თავშესაფრებში გადავიდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი