რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია - სერგეი ლავროვი

16 მარტი 2022, 13:16 1841 ნახვა

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია. განცხადება ლავროვმა ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს სიტუაციის უფრო რეალისტური შეფასება დაიწყო.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს ბევრად უფრო რეალისტური შეფასება იყო, რომელიც ზელენსკისგან მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რადგან მანამდე ის კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატო-ს გაფართოება გამორიცხულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი