მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ქედაში. ზრუნვის გარეშე მყოფ ცხოველებს, მოქალაქეები კვებავენ, რომლებიც იმასაც ამბობენ, რომ ძაღლები დაავადების გადამტანები არიან. მერიის ინფორმაციით კი წელს 160 ძაღლს კასტრაციას ჩაუტარებენ და ცოფზე აცრიან, თუმცა ეს საკმარისი არ არის. რეგიონი ახლა, ძაღლთსაშენის მოლოდინშია, რომელიც ჩაქვში უნდა იყოს.