დღეს, კიევის დროით, 20:00 საათიდან უკრაინის დედაქალაქში დაიწყება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 17 მარტს, 07:00 საათამდე გაგრძელდება.
ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღეს რთული და საშიში მომენტია“, სხვა დეტალებზე კი არ საუბრობს.
„ვთხოვ კიეველებს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევთ სახლში ყოფნა, ან განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თავშესაფარში“, – აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.
24 თებერვალს დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. დაიბომბა ათობით ქალაქი.