რუსეთის ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს დნიპროს აეროპორტზე

15 მარტი 2022, 13:47 1060 ნახვა

რუსეთის ჯარებმა ორი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ დნიპროს აეროპორტზე. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მტერი თავს დაესხა დნეპრის აეროპორტს. განხორციელდა ორი სარაკეტო დარტყმა. განადგურდა ასაფრენი ბილიკი, დაზიანებულია ტერმინალი. ფართომასშტაბიანი განადგურებაა"- აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.

ამ დროისთვის ინფორმაცია დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი