უკრაინის პოლიცია დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთი ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს. 500-ზე მეტი ბავშვი უკვე გაიყვანეს უსაფრთხო ადგილებში.
პოლიციის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები, ასაკოვანი ადამიანები და მცირეწლოვნები ავტობუსებით კიევის ოლქის ბროვარის რაიონიდან დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მსხვილ რეგიონში გადაჰყავთ.
უკრაინის ხელისუფლება დედაქალაქზე ფართომასშტაბიანი თავდასხმებისთვის ემზადება.