პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ დოკუმენტი წარადგინა

15 მარტი 2022, 10:47 500 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროში   რატიფიცირებისთვის წარადგინა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული ე.წ.  სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც ხელი 2021 წელს მოეწერა. ამ დოკუმენტით, მოქალაქეებს შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არსებული მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. 

დოკუმენტის თანახმად, პირი, რომელიც ე.წ. ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლება ექნება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მუდმივად იცხოვრებს.  

რატიფიცირების შემთხვევაში, დოკუმენტი ხუთი წლის ვადით იმოქმედებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი