საქართველოში კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

15 მარტი 2022, 10:49 1174 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი, გარდაიცვალა კიდევ 16 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,64%, ბოლო 14 დღის – 13,98%, ბოლო შვიდი დღის – 10,7%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 637 691 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 590 380 გამოჯანმრთელდა, 16 585 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 834 936 აცრა, დღიურად აცრილია 1 613.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი