ჟიტომირის რაიონში, სოფელ სტავიშეზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის სამსახურში ადასტურებენ.
მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა 7 შენობა. ასევე, საჰაერო დარტყმის გამო რივნესთან სატელევიზიო ანძა დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.