ცნობილმა სპორტსმენმა ბიატლონი ავტომატში გაცვალა - ანასტასია მარკუშინა მესაზღვეებს შეუერთდა

13 მარტი 2022, 21:19 904 ნახვა

ცნობილი  უკრაინელი ბიატლონისტი ანასტასია მარკუშინა მესაზღვრეთა რიგებს შეუერთდა, სამშობლოს დასაცავად ოკუპანტისგან. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება.

„დღეს ბევრმა ცნობილმა და საჯარო პირმა მიატოვა ჩვეული საქმიანობა და სამშობლოს დაცვას შეუდგა. მესაზღვრეთა რიგებში ჩადგა ცნობილი ბიატლონისტი ანასტასია მარკუშინა, რომლის აქტივშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა იუნიორთა შორის და ასევე მონაწილეობა ორ ოლიმპიადაში, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არაერთხელ აღმართულა უკრაინული დროშა მის საპატივცემულოდ. „ახლა კი ამ დროშის დაცვის დროა“ - ამბობს სპორტსმენი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი