უკრაინული და რუსული მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ.
უკრაინის მხარის ინფორმაციით, მათ მოკლეს 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ასევე გაანადგურეს 374 ტანკი, 1 226 ჯავშანტექნიკა და 140 საარტილერიო სისტემა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს უკრაინის 3 687 სამხედრო ობიექტი, ასევე 99 თვითმფრინავი, 1 194 ტანკი და ჯავშანტექნიკა, ასევე 443 საველე საარტილერიო იარაღი.
როგორც BBC-ი წერს, მათ ვერცერთი მხარის განცხადება ვერ გადაამოწმეს.