უკრაინიდან, გასული დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, დაახლოებით 13 000 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. თუმცა, როგორც ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რუსული ძალების მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო, ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის დატოვება ვერავინ შეძლო.
კიევის ოლქის დატოვების დროს, დაბომბვისას 7 ქალი და ბავშვი დაიღუპა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ადამიანები თავის დაღწევას დამოუკიდებლად ცდილობენ და მათ ევაკუაცია მხარეთა მიერ შეთანხმებული „მწვანე დერეფნის“ გამოყენების გარეშე დაიწყეს. თუმცა მანამდე უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მას შემდეგ დაიღუპა, რაც რუსულმა ძალებმა საევაკუაციო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს.