რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცა - ჯორჯ სოროსი

12 მარტი 2022, 23:03 1715 ნახვა

24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცა, - ამის შესახებ ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი თავის სტატიაში საუბრობს, რომელიც გამოცემა Project Syndicate-მა გამოაქვეყნა.

სოროსის აზრით, ამ ომს პოტენციურად შეუძლია ჩვენი ცივილიზაციის განადგურება.

ფინანსისტი სტატიაში იხსენებს, რომ ომის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გაასაჯაროვეს დიდი დოკუმენტი, სადაც ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობის შესახებ არის გაცხადებული.

„გაკვირვებული დავრჩი, რომ სი პუტინს აშკარა კარტ-ბლანშს აძლევდა უკრაინაში შეჭრასა და ომის გაჩაღებაზე“, - წერს სოროსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი