სოციალური მეწარმეობის პროექტის პრეზენტაცია

11 მაისი 2016, 00:00 5081 ნახვა

"სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" - პროექტის პრეზენტაცია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და "არბაითერ სამარიტერ ბუნდი" ახორციელებს. ორგანიზატორთა თქმით პროექტის განხორციელების შედეგად დაფინანსდება 14 ახალი სოციალური საწარმო ქვეყნის მასშტაბით, მეწარმეები გაივლიან ტრენინგებს, სოციალური საწარმოს შესახებ 45 ბიზნესგეგმა მომზადდება,  ხოლო 20 მოქმედი სოციალური საწარმო საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებს

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში