კომპანია „მეტა“ პლატფორმების – „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, კომპანია ასევე დაუშვებს დროებით ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების სიკვდილის მოწოდებებს.
კომპანიის პოლიტიკის დროებით ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.