საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში

10 მარტი 2022, 19:43 653 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები თითქმის  ყველა მიმართულებით გააჩერეს. მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები წარუმატებელია და იგი წინ წაწევის ნაცვლად ცდილობს შეინარჩუნოს მანამდე დაკავებული პოზიციები. ჩერნიგოვოს ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ბალისტიკური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის ისკანდერ-ემის დივიზიონი გაანადგურეს. რუსმა ოკუპანტებმა  კახოვსკის წყალსაცავი დანაღმეს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ესაღვრება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ამას გარდა, ოკუპანტები  ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგიის დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასისთვის მიწოდებას აპირებენ. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე 6 დღეა რუსი ოკუპანტების ხელშია. რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, დღეს ჰუმანიტარული დერეფანი სრულფასოვნად მხოლოდ ქალაქ სუმიში მოქმედებდა. ირპენიდან ათასამდე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ქალაქ იზიუმიდან ევაკუაციის დროს ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს. არავინ დაშავებულა.  ქალაქიდან დღეს 2 ათასამდე ადამიანი გამოიყვანეს.  ომის დაწყების სემდეგ რუსმა ოკუპანტებმა 63 საავადმყოფო დაბომბეს. ამ თავდასხმების სედეგად დაღუპულია 5  მედიკოსი, 10-ზე მეტი დაშავებულია, მარიუპოლში, სადაც გუშინ  ოკუპანტებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს, გასულ დღე-ღამესი 24 ახალი სიცოცხლე დაიბადა.  გუშინდელმა თავდასხმამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში