ქართულ ბაზარზე თურქული მედიკამენტების გამარტივებული წესით შემოტანას ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თურქეთიდან აღიარების რეჟიმით, მედიკამენტების შემოტანას , ისევე როგორც ევროპული ქვეყნებიდან ჯერ კიდევ 2019 წელს გეგმავდნენ, მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ ბაზარზე ფალსიფიცირებული მედიკამეტნების მოხვედრა იყო. ვინაიდან მისი თქმით, ჯი ემ პი-ს სტანდარტი ხარისხის გარანტია არ არის. ამიტომ აუცილებელია მისი კონტროლი. ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ მთავრობამ საჭიროების შემთხვევაში ოლიგოპლიის რისკებზეც უნდა იზრუნოს.