„მწვანე პასპორტის“ სისტემა - ბიზნესი გაურკვევლობაშია

30 ნოემბერი 2021, 19:38 1872 ნახვა

ხვალ, 1-ლი დეკემბრიდან, მოქალაქე, რომელიც არ იქნება 2 ჯერ აცრილი, ჩატარებული არ ექნება 72-საათიანი პისიარ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი კორონავირუსი - ვერ შევა  ობიექტების დიდ ნაწილში,  ამას კი შრომის ინსპექცია გააკონტროლებს, როგორც გეგმურად, ასევე არაგეგმურად. თუ კომპანია სისტემურად დაარღვევს წესს, შესაძლოა, ობიექტი დაილუქოს. მწვანე ბარათის სისტემის ამოქმედებასთან ერთად, რესტორნებს სამუშაო საათებზე შეზღუდვა მოეხსნებათ და გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებსა და თეატრებში. თავის დროზე  ხელისუფლებისგან შემზღდველი რეგულაციების შემოღება და კოვიდ მწვანე ბარათების დანერგვა ბიზნესმა თავად მოითხოვა, რომ რესტორნებში, ბაზრებში შესვლა მხოლოდ ვვაქცინირებულმა ან გატესტილმა მოქალაქეებმა შეძლონ. თუმცა, ახლა, მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამ რეგულაციამ მომხმარებელთა რაოდენობა შეამციროს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში