2020 წლის პირველ მარტს, პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა. სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მაშინ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა იყო დადასტურებული. მალევე ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ასე გაგრძელდა დიდ ხანს, შემდეგ იყო შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა კვლავ კორონავირუსის შემთხვევები აფეთქებები და ახალი ტალღები. პანდემია შეეხო თითქმის ყველა სფეროს თანაბრად და ბევრიც სამუდამოდ დაასრულა.