მთავრობა ბიზნესს ეპიდშეზღუდვებს უთანხმებს

25 ნოემბერი 2020, 20:19 1533 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.აღნიშნულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილება პანდემიის გამო რა ტიპის შეზღუდვების ფონზე მოუწევს ბიზნეს სექტორს მუშაობა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, ამიტომ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში