საქართველოში კორონავირუსის 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 მარტი 2022, 11:03 1214 ნახვა

10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. 

ბოლო 24 საათში 7 294 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.09%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც, 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 826, აჭარაში - 149, იმერეთში - 354. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი, მათ შორის, თბილისში - 249, აჭარაში - 68, იმერეთში - 95. 35 322 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი