აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

10 მარტი 2022, 10:05 970 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. პროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისი წევრობის შეჩერებას.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადებას უკრაინისთვის დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. 

კანონპროექტს ხმა 414-მა კონგრესმენმა მისცა, 17 კი წინააღმდეგი წავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში