ომი უკრაინაში - დღე მეთოთხმეტე

09 მარტი 2022, 14:49 973 ნახვა

ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით განადგურებულია რუსი ოკუპანტების  ქვეითთა საბრძოლო მანქანა. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.  ლოკაცია და სამხედრო ტექნიკის განადგურების ზუსტი დრო უცნობია. 

ვარაუდობენ, რომ მის გასანადგურებლად  სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი გამოიყენეს. აშშ-ის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა  სამხედრო ტექნიკის 8-10% დაკარგეს, რომლებიც უკრაინაში  შეჭრის დროს გამოიყენეს. 

დაკარგულ ტექნიკას მიეკუთვნება ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია და სხვა სამხედრო საშუალებები. 

რუსეთის ფედერაციის საერთო  სამხედრო დანაკარგმა პირად შემადგენლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში