6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ჰიმალაის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიბეტის ერთ-ერთ უწმინდეს ქალაქთან. დაიღუპა 53 ადამიანი, დაშავებულია 60-ზე მეტი. დანგრეულია შენობები.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მიწისძვრის მომენტი ტიბეტის ქალაქ შიგაძეში, ტიბეტური ბუდიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის პანჩენ ლამას ტრადიციულ ადგილას.