აშშ-ში ეიჩ-5-ენ-ერთი ტიპის ფრინველის გრიპის შტამით ჰოსპიტალიზებული პაციენტი გარდაიცვალა - განაცხადა ლუიზიანის ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რაც ქვეყანაში ვირუსის შედეგად ადამიანის გარდაცვალების პირველ შემთხვევას ნიშნავს.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აპრილიდან აშშ-ში ფრინველის გრიპით 70-მდე ადამიანი დაინფიცირდა, უმეტესობა ფერმერი, რადგან ვირუსი გავრცელებული იყო ფრინველთა ფაბრიკებსა და რძის მწარმოებელ ფერმებში.