ამ წუთებში უკრაინის იმ ქალაქებიდან, რომლებიც დაიბომბა ადგილობრივები ჰუმანიტარული დერეფნით უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.
უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ საღამოს 9 საათამდე საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ 6 ჰუმანიტარული დერეფნით მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი.
რუსეთი უკვე ორი კვირაა საბრძოლო მოქმედებს ახორციელებს უკრაინის რამდენიმე ქალაქში.
ოკუპანტმა ქვეყანამ შეუტია ჟიტომირის ოლქს. ქალაქ მალინში მდებარე საცხოვრებელი სახლები ავიაციამ დაბომბა, შედეგად, დაიღუპა სამი ზრდასრული და ორი ბავშვი. დანგრეულია შვიდი ერთსართულიანი სახლი. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გაანადგურეს, სადაც მძიმე მდგომარეობაა, ბევრი პაციენტი სარდაფში იმყოფება და მათი ევაკუაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.