უკრაინა და რუსეთი  ექვსი ''მწვანე დერეფნით'' ევაკუაციაზე შეთანხმდნენ

09 მარტი 2022, 12:56 1012 ნახვა

უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრის  ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მხარეები ექვს ''მწვანე დერეფანზე'' შეთანხმდნენ, საიდანაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება. 

ცეცხლი 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეწყდება. 

„დილის 5:30 საათზე რუსეთის ფედერაციიდან მივიღეთ შეტყობინება მანამდე ჩვენს მიერ შეთავაზებული მარშრუტების შესახებ და წითელი ჯვრის შეტყობინება აღნიშნულ მარშრუტებზე თანხმობის შესახებ“, - განაცხადა ვერეშუკმა.

ფუმანიტარული დერეფნები იხსნება შემდეგი მიმართულებით:

ენერგოდარი - ზაპოროჟიე;

სუმი - პოლტავა;

მარიუპოლი - ზაპოროჟიე; 

ვოლნოვახა - პოკროვსკი.

უზუმი - ლოზოვაია.

და ასევე კიევის რამდენიმე რეგიონიდან. 

გუშინ ევაკუაცია განხორციელდა სუმიდან. იყო შემთხვევა, როცა შემთანხების მიუხედავად რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალქეების წინააღმდეგ ცეცხლი მაინც გახსნეს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი