უკრაინელმა მაშველებმა ვინიცის აეროპორტის ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა დაასრულეს. ვინიცის აეროპორტი 6 მარტს დაბომბეს. კიევში, ჩერნიგოვში, ვინიცასა და ხარკოვში ამ წუთებშიც საჰაერო განგაშის ხმა ისმის. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ბომბავენ ქალაქ სუმის, ხოლო მარიუპოლი მტრის ალყაშია მოქცეული. მარიუპოლში გაუწყლოების შედეგად ბავშვი დაიღუპა. სუმიში საჰაერო იერიშის შედეგად 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია.
ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა შეტევები შეანელეს, აცხადებს ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი. მისი თქმით, ქალაქიდან უკვე 600 ათასი ადამიანია ევაკუირებული. თუმცა რთული სიტუაცია რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში. ქალაქ სუმში საჰაერო იერიშების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაიწვა მრავალბინიანი სახლი. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.
ნიკოლაევში დამწვარია საცხოვრებელი სახლები , არიან გარდაცვლილები.ნანგრევებიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს.
ხარკოვში ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიანი სახლის 9 სართულს, რასაც ემსხვერპლა 4 მოქალაქე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკისადმი ნდობის ხარისხი 80%-მდე გაიზარდა, ომამდე ეს მაჩვენებელი 41% იყო. ომში გამარჯვებაში დარწმუნებულია უკრაინელების 78 %, გამოკითხულთა 43%-ზე მეტი მზადაა შეეგუონ ომთან დაკავშირებულ პრობლემებს, რათა უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს.