უკრაინას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს, -განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
"ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირი შეხვედრის. თუ პუტინსაც არ ეშინია, მივიდეს შეხვედრაზე, დაჯდეს და ისაუბროს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ 10 მარტს დაგეგმილია მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა.