ქრისტეს შობა აღნიშნეს ბათუმელმა კათოლიკეებმა. გუშინ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესა პადრე გაბრილე ბრაგანტიმმა აღავლინა. მან მრევლი დალოცა და ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა. შობის ღამეს ტაძრის ეზოში კოცონი დაანთეს. IV საუკუნიდან კათოლიკურ სამყაროში მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.