უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

07 მარტი 2022, 11:38 918 ნახვა

"დღეს მიტევების კვირაა. პატიების მაგივრად განკითხვის დღე გელოდებათ," - ასე დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ვიდეო მიმართვა, რომელიც პუტინის ხელისუფლების მისამართით გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთისგან მკაფიო რეაქციას ელოდება. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა დააანონსა, რაზეც არც ერთ მსოფლიო ლიდერს და დასავლელ პოლიტიკოს რეაქცია არ გამოუხატავს. ამბობს, რომ უკრაინა არავის აპატიებს ასობით მსხვერპლს, საცხოვრებელი კორპუსებისა და უიარაღო ადამიანების მიმართულებით სროლას.

პრეზიდენტმა უკრაინის ხუთ ქალაქს: ხარკოვს, ჩერნიგოვს,მარიუპოლს, ჰოსტომელსა და ვოლნოვახას გმირი ქალაქების საპატიო წოდება ოფიციალურად მიანიჭა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი