Tik-Tok-ი რუსეთიდან მიდის

06 მარტი 2022, 22:54 1532 ნახვა

TikTok-ი რუსეთში მომსახურებას აჩერებს  ამის მიზეზი პუტინის მიერ ინიცირებული კანონი ხდება, რომლის თანახმადაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე 15-წლიანი პატიმრობით დაისჯება.

"TikTok — ეს არის შემომედების და გართობის სივრცე, რაც სიმსუბიქისა და ადამიანური ურთიერთობის წყარო შეიძლება გახდეს ომის პირობებში, როცა ადამიანები უზარმაზარ ტრაგედიებს და იზოლაციას აწყდებიან. ამის მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენ პრიორიტეტად რჩება.

„ფეიკ ნიუსების“ შესახებ ახალი რუსული კანონის პირობებში, აღარ გვრჩება არჩევანი იმის გარდა, რომ შევაჩეროთ პირდაპირი ტრანსლაცია და ჩვენი ვიდეოსერვისის ახალი კონტენტი იქამდე, ვიდრე განვიხილავთ ამ კანონის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ შეფასდება რუსეთში ვითარების ცვლილება და ამის მიხედვით განისაზღვრება მომსახურების აღდგენის საკითხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი