უკრაინა-რუსეთის ომის მე-11 დღეს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო დამაიმედებელ სტატისტიკას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ომის პირბებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 4311 ბავშვი.
ომს არც შეყვარებულები შეუშინებია და 24 თებერვლიდან დღემდე 3973 ახალი ოჯახი შეიქმნა.
უკრაინელები საქორწინო ბეჭდების ნაცვლად სათამაშო რეზინებსაც ჯერდებიან,; კაბებისა და კოსტიუმების ნაცვლად კი ჩვეულებრივი ტანსაცმელი, ან სამხედრო ფორმა აცვიათ.