ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ხვალ საღამოს 9 საათზე საზეიმოდ აინთება. ევროპის მოედანზე მოწყობილ ”სანტას კუთხეში” საბავშვო ღონისძიებები დილის 12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. მერიამ აქტივობები ევროპის მოედანზე 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმა. საახალწლო პროგრამაშია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება. 7 იანვარს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საშობაო კონცერტი გაიმართება. რაც შეეხება საახალწლო გალა- კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე ჩატარდება.