რუსულმა მხარემ "დუმილის რეჟიმი" არ დაიცვა და მარიუპოლის დაბომბვა გააგრძელა, უსაფრთხოების მიზნით ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია "NEXTA" ავრცელებს.
მოსახლეობის დიდ რიგებს, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურდათ, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
მსგავსი მდგომარეობაა ქალაქ ირპენში, რომელიც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. იყო საჰაერო თავდასხმა ქალაქზე. დაიბომბა ხიდი. მოქალაქეები დანგრეული ხიდის გავლით ცდილობენ ირპენის დატოვებას.
მძიმე მდგომარეობაა მარიოპოლსა და ჩერნიგოვშიც. ჩერნიგოვოზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაშველებმა ჩამოგდებული სამი რუსული საავიაციო ბომბი იპოვეს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.