ომის მეათე დღე უკრაინაში - რუსეთის სამხედრო დანაკარგი მნიშვნელოვნად დიდია

05 მარტი 2022, 11:55 1856 ნახვა

ომის მეათე დღე უკრაინაში - გრძელდება საომარი მოქმედებები ხარკოვში, რთული ვითარებაა  ჩერნიგოვშიც, ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო უკრაინის სამხრეთ ნაწილში. უკრაინელებმა ხარკოვის სიახლოვეს მტრის 488-ე მოტომსროლელთა პოლკი გაანადგურეს.  ამასთან, გუშინ ხერსონში რუსებმა სცადეს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის არ აიღო.  ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ავრცელებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე რუსეთის სამხედრო დანაკარგი 9 100 ადამიანს აღემატება.  ამასთან, რუსეთმა  უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დატოვონ ქალაქები მარიუპოლი და ვოლნოვახა.

რუსეთი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები შეთანხმებულია უკრაინულ მხარესთან. თავად უკრაინას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. საომარი მოქმედებებისა და მოლაპარაკებების  პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი პუტინს ჯარების გაყვანისა და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  სხვადასხვა ქვეყანაში კი მხარდამჭერი აქციები გრძელდება. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში