ვითარება უკრაინაში

04 მარტი 2022, 20:02 1263 ნახვა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს ჩატარდეს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის დელეგაციას ნათლად ესმის რუსული მხარის მოტივები და ფსიქოლოგია. ომის მე-9 დღე უკრაინაში.  დაბომბილი სახლები, სამშობიარო კლინიკები, სკოლები და საბავშვო ბაღები. მოქალაქეები ყვებიან, რომ აგრესორ რუსეთს მათი დაპყრობა და რუსული ჩექმის ქვეშ მოქცევა უნდა. საომარ მოქმედებებშ მყოფი ქვეყანა მზად არის ბრძოლისთვის, თუმცა ამავდროულად ყველას სთხოვს დახმარებას, რომ შეაჩერონ პუტინი, რათა "არ აქციოს ევროპა ღამის კოშმარად".- ეს სიტყვები უკრაიანის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. რუსულმა არმიამ გვიან ღამით მიიტანა იერიში ატომურ ელექტროსადგურზე, ადგილზე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა, დაზიანდა მხოლოდ შენობის კონსტრუქცია და ოფიციალური ცნობებით, რადიაციის დოზები არ შეცვლილა. პრეზიდენტი კი დასავლეთისგან საჰაერო სივრცის დაკეტვას ითხოვს და ევროპელ ლიდერებს ბირთვული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ჩერნობილის კატასტროფა შეახსენა და თქვა, რომ დღეს გაცილებით დამანგრეველი საფრთხის წინაშე ვართ. ნატო მოვუწოდებს ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ომი  და გამოიყვანოს ჯარი უკრაინიდან ყოველგვარი პირობების გარეშე, თუმცა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი