შეზღუდვა მედიაზე

04 მარტი 2022, 12:03 1106 ნახვა

რუსეთში საინფორმაციო შეზღუდვა გრძელდება, ქვეყანაში ნაწილობრივ დაბლოკილია ფეისბუკი, ასევე გამოცემა "მედუზა", BBC-ის და "რადიო თავისუფლების" რუსული რედაქციები, Deutsche Welle.

გასულ დღეებში მაუწყებლობა შეაჩერეს რადიოარხმა "ეხო მასკვი" და ტელეკომპანია "დოჟდმა".   

პროკურატურისა და "როსკომნადზორისგან" მედიასაშუალებების შეზღუდვის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ისინი რუსეთის სახელისუფლებო მედიისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. მედიასაშუალებებს მოუწოდებენ რუსეთის სამხედრო აგრესია ომად  არ მოიხსენიონ, არამედ როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რასაც მას რუსეთის ხელისუფლება უწოდებს. 

რუსეთის  სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების შესახებ "ფეიკ ამბების" გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და პატიმრობას ითვალისწინებს. სოციალურ ქსელში გაკეთებული წარწერა "არა ომს" რუსეთში დასჯადი ხდება.  5 წლამდე პატიმრობა ემუქრება ასევე მათ, ვინც ომის დასრულებას და ჯარების გაყვანას მოითხოვს. კანონი დუმამ ერთხმად მიიღო და ძალაში ხვალიდან შევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი